среда, 19 июля 2017 г.

რეფლექსია მე-9 დღე

ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ დამუშავებული გეგმების პრეზენტაციის წარდგენით,მოვისმინეთ და მცირე დაზუსტებები შევიტანეთ ჩვენს ნამუშევრებში.საბოლოოდ შესწორებული გეგმები ავტვირთეთ და გავაზიარეთ გუგლ დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.უღრმესი  მადლობა ტრენერს,ბატონ დათოს ესეთი ნაყოფიერი და დაუღალავი მუშაობისთვის,მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას აქტიურად გამოვიყენებ შემდგომ პროექტებზე მუშაობისას.

воскресенье, 16 июля 2017 г.

რეფლექსია მე -8 დღე

გავიარეთ ტრენინგის მერვე დღის მეცადინეობა.ეს დღეც სხვა მეცადინეობის მსგავსად ძალიან დატვირთული იყო.ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,პრეზენტაციის და ბუკლეტის შექმნაზე.დღევანდელი მეცადინეობა იყო საკმაოდ საინტერესო და მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ ჩემს შემდგომ მუშაობაში მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად და მათთვის მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

суббота, 15 июля 2017 г.

რეფლექსია მე-7 დღე

ტრენინგი უახლოვდება დასასრულს.გადავხედეთ აღნიშნული მოდულის აქტივობებს ინტელის სახელმძღვანელოში,შევქმენი დამხმარე რესურსი,რომელიც საჭიროა შევთავაზოთ მოსწავლეებს,რათა გავუადვილოთ მუშაობა,მოდიფიცირება გავუკეთე სასწავლო პროექტის გეგმას. განვიხილეთ სახელმძღვანელოში მითითებული პროფესიული განვითარებისა და ტექნოლოგიური რესურსების წყაროები მასწავლებლებისთვის.უამრავი ახალი ინფორმაცია მივიღე,რომლის გამოყენებას აუცილებლად ვეცდები ჩემს პრაქტიკაში.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს 

პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 9 июля 2017 г.

რეფლექსია მე-6 დღე

ტრენინგი გადამწყვეტ ფაზაში შედის.ამჯერად ვიმუშავე ჩვენი პროექტის გეგმის იმ პუნქტზე,რომელიც ითვალისწინებდა დიფერენცირებულ სწავლებას.კიდევ ერთხელ გადავხედე სავარაუდო ნაშრომს,შეფასების რუბრიკებისა და სასწავლო მიზნების შესაბამისობას.გამოვიყენე პორტფოლიოს რუბრიკა,რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები და გადავხედე ჩემი პროექტის გეგმას შევსებისა და შესწორების მიზნით.

суббота, 8 июля 2017 г.

რეფლექსია მე- 5 დღე

ტრენინგის მეხუთე დღე საინტერესოდ წარიმართა.განვიხილეთ ჩეკლისტების ზოგადი და კონკრეტული ნიმუშები.შევადგინე მოსწავლეთა შეფასების ფორმები,რომლებიც ჩემი პროექტის ფარგლებში უნდა გამოვიყენო.განვიხილეთ,როგორ დავგეგმოთ პროექტი ისე,რომ მიზნები მიღწეული იყოს,გათვლილი იყოს მოსწავლეთა წარმატებისთვის.ტრენინგი უფრო და უფრო საინტერესო ხდება.ვიგებ უამრავ ახალ და საინტერესო მასალას,რომელიც მჭირდება და უნდა ვიცოდე.ტრენერი გვეხმარება,რომ არცერთი საკითხი არ დარჩეს გაუგებარი,რაზედაც დიდი მადლობა მას.

воскресенье, 2 июля 2017 г.

რეფლექსია მე- 4 დღე

ტრენინგის მეოთხე დღემ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.ამ ტრენინგზე ვისაუბრეთ სასწავლო მიზნებზე,მივიღეთ კონკრეტული შენიშვნები,ვისაუბრეთ შეკითხვების ტიპებზე,ისეთებზე,როგორიცაა შინაარსობრივი,თემატური და ზოგადი.ასევე  ტრენერმა ისაუბრა რესურზებზედ,რომლების გამოყენება შესაძლებელია პროექტის დროს.გავეცანით ასევე ბევრ სხვა საინტერესო საკითხს,რომლის გამოყენებას შევძლებთ პროექტზე მუშაობისას.

რეფლექსია მე-9 დღე

ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ დამუშავებული გეგმების პრეზენტაციის წარდგენით,მოვისმინეთ და მცირე დაზუსტებები შევიტანეთ ჩვენს ნამუშევრებში.საბ...